ქართულ პროდუქციას არც EU-ში იღებდნენ და არც ამერიკაში; სად წავიდნენ? მოვიდნენ ჩვენთან და რუსეთში – ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო ისევ საქართველოზე ლაპარაკობს და იმედს გამოთქვამს, რომ “კიევი თბილისს მიბაძავს”:

“საქართველო – შეხედეთ, რა მოხდა. ისინი უკვე, როგორც დღეს წავიკითხე, არ გამორიცხავენ, რომ მათ შეუძლიათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. დღეს ისინი ჩვენს ბაზარზე არა მხოლოდ ღვინოებს ყიდიან, არამედ სხვა პროდუქტებსაც. არც ევროკავშირში იღებდნენ, არც ამერიკაში. ასეთი სიკეთეები იქ თავიანთიც ყოფნით. სად წავიდნენ? მოვიდნენ ჩვენთან (და) რუსეთში.

…ჩვენ ადრეც ვთანამშრომლობდით საქართველოსთან. ეს არის გზა, რომელსაც უკრაინაც აირჩევს”  – თქვა ლუკაშენკომ ტელეკომპანია „მირთან“ ინტერვიუში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share