დღეს, ოზურგეთში ჭადრების ბაღში, „ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ და „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატის მანუჩარ კვირკველიას წარდგენა გაიმართა.
„გურიის მოამბის“ კითხვას – თუ რას გააკეთებს პირველად გაიმარჯვების შემთხვევაში, მანუჩარ კვირკველიას პასუხი ასეთი იყო:
„გამარჯვების შემთხვევაში პირველი რასაც ვაპირებ, არის მივიდე ყველა ოჯახში გურიის მაშტაბით, მოვისმინო თითოეული ადამიანის პრობლემა და დავეხმარო მათ პრობლემების მოგვარებაში. აღმასრულებელ ხელისუფლებამდე მივიტან მათ პრობლემებს და ერთად მოვაგვარებთ.“- განაცხადა მაჟორიტარობის კანდიდატმა.
შეგახსენებთ, ოზურგეთში „ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ და „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატის მანუჩარ კვირკველიას წარდგენას ასობით ადამიანი დაესწორო.
ონლაინ ჩაერთო საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მსოფლიო ტენორი პაატა ბურჭულაძე.