ხელისუფლების დაპირებების მიუხედავად ყულევში მშენებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნის მშენებლობაზე დასაქმებულთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეებია

ხელისუფლების დაპირებების მიუხედავად ყულევში მშენებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნის მშენებლობაზე დასაქმებულთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეებია

მიუხედავად იმისა, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პრეზენტაციაზე, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მშენებლობაზე დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივები იქნებიან, ქარხნის სამუშაოებში ჩართულთა დიდი ნაწილი რუსეთის მოქალაქეები არიან.

ამის შესახებ „გურიის მოამბეს“ ადგილობრივებმა განუცხადეს.

მათი თხოვნით ჩვენი რეპორტიორი ადგილზე, ყულევში, იმყოფებოდა.

ქარხნის მშენებლობას რუსული კომპანიები ახორციელებენ და ის სიმძლავრით რუსეთში მოქმედ მსგავსი ტიპის ქარხნებზე მასშტაბური იქნება და დიდი ალბათობით – ძირითადად-რუსული ნავთობით მომარაგდება.

ამ ეტაპისათვის დასაქმებულთა ოდენობა 1 500 აღწევს და მათი უმრავლესობა, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ადგილობრივთა თქმით, რუსებია.
ამ ეტაპზე ქარხნის მშენებლობა – რომელიც ყულევში 80 ჰექტარ მიწის ფართობს ფლობს- დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს და მისი გახსნა, ექსპლოატაციაში გაშვება, რამდენიმე თვეშია ნავარაუდევი.

ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის პროექტს ახალი ინვესტორი ჰყავს – 2025 წლის 20 თებერვალს კომპანია “ბლექ სი პეტროლიუმის” 29.3%-იანი წილის მფლობელი გახდა კომპანია “დუნამისი”, რომელმაც კომპანიის კაპიტალი 911.3 მილიონი რუბლით, ანუ 28.4 მილიონი ლარით შეავსო. აღნიშნულის შედეგად, “ბლექ სი პეტროლიუმის” სააქციო კაპიტალი 96.8 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
კომპანია “ბლექ სი პეტროლიუმი” ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის პროექტს ყულევის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ავითარებს. პროექტის თანახმად, ქარხანამ ნავთობპროდუქტების წარმოება მიმდინარე წლის გაზაფხულიდან უკვე უნდა დაიწყოს.
კომპანია “ბლექ სი პეტროლიუმის” დამფუძნებელი და ძირითადი აქციონერი (70.7%-ის წილით) ბიზნესმენ მაკა ასათიანის საკუთრებაში არსებული კომპანია “მკ კაპიტალია”. რაც შეეხება “ბლექ სი პეტროლიუმის” 29.3%-იანი წილის მფლობელ კომპანია “დუნამისს”, ის 2022 წელს არის დაფუძნებული და 2024 წლის ბოლომდე სხვა სახელით – “მკისა ალმონდის” სახელით ოპერირებდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია ბიზნესმენი დავით ფოცხვერია, რომელიც ამავდროულად სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე “მკისა ჯგუფის” კომპანიების აქციონერია.

ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობის პირველი ეტაპი სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის – საქართველოს განვითარების ფონდის (ყოფილი საპარტნიორო ფონდის) $5 მილიონიანი კრედიტით და სამი კომერციული ბანკის – “ბანკი ქართუს”, “ბაზისბანკისა” და “ხალიკბანკის” სინდიცირებული კრედიტით ფინანსდება, რაც ჯამში 45 მილიონ დოლარს შეადგენს. შესაბამისად, პროექტის პირველ ფაზას სახელმწიფო ფონდი და კომერციული ბანკები ჯამში 50 მილიონი დოლარის კრედიტით აფინანსებენ.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ მშენებლობის პირველი ეტაპის ბიუჯეტი 110 მილიონ დოლარს, მთლიანი პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი 700 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პირველ ეტაპზე ქარხანას წლიურად 1,2 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება შეეძლება, მომავალში კი წარმადობა 4 მლნ ტონამდე გაიზრდება. რომელი ქვეყნებიდან მოხდება გადასამუშავებელი ნავთობის ტრანსპორტირება, არ დასახელებულა.

აღსანიშნავია, რომ ყულევის თიზ-ში მსხვილი საწარმოს მშენებლობა ჯერ კიდევ 2012 წლიდან იგეგმება, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების დროს, Socar-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა საინვესტიციო შეთანხმება. თუმცა აღნიშნული პროექტი არ განხორციელდა, რის გამოც შეიცვალა თიზ-ის ინვესტორი და პროექტის განხორციელების ვალდებულება კომპანია “ფაზის ოილზე” გადავიდა. მისი განვითარება ვერც “ფაზის ოილმა” ვერ შეძლო, რის გამოც მთავრობამ ინვესტორი ჩაანაცვლა.

ყულევის ნავთოგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაყოფილია 6 ფაზად. პირველი ფაზის ფარგლებში აშენდება ქარხნის ძირითადი ინფრასტრუქტურა და გაეშვება ექსპლუატაციაში. პირველ ფაზაზე დაწყებული რამდენიმე ობიექტის მშენებლობა გაგრძელდება რამდენიმე ეტაპის განმავლობაში. შემდეგ ფაზებზე ეტაპობრივად დაემატება რკინიგზის მეორე ესტაკადა, რეზერვუარები და სხვა საწარმო ობიექტები.

ყულევში საქართველოში პირველი სრულმასშტაბიანი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა შენდება – პროექტის პირველი ფაზის დაფინანსება $110 მილიონ დოლარს შეადგენს და ის ქართული კომერციული ბანკების ერთობლივი სინდიცირებული სესხით შენდება. ამ სესხში მონაწილეობს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული “საქართველოს განვითარების ფონდი” (DFG), რომელიც ყოფილი “საპარტნიორო ფონდია”.

ფონდის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, აღნიშნული კრედიტის ხანგრძლივობა 7 წელს შეადგენს:
“2024 წელს ფონდმა გასცა 5,000,000 აშშ დოლარის ოდენობის სესხი 8.69% პლუს 6 თვიანი SOFR საპროცენტო განაკვეთით და 84 თვის ვადით,”- ნათქვამია DFG-ის ფინანსურ ანგარიშში.

ქარხნის პროექტს “ბლექ სი პეტროლიუმი” ახორციელებს, რომელიც ბიზნესმენ მაკა ასათიანის მიერ დაფუძნებული კომპანიაა. მისი განცხადებით, 2025 წლის გაზაფხულზე ქარხანა პირველი პროდუქციის ექსპორტს დაიწყებს.

პირველ ეტაპზე განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, საწარმო 1.2 მლნ ტონა ნედლ ნავთობს გადაამუშავებს წლის განმავლობაში. ქარხანა აღჭურვილი იქნება მაღალტექნოლოგიური დანადგარებით, რაც საერთაშორისო სტანდარტის საბოლოო პროდუქტების მიღებას განაპირობებს.
პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 700 მილიონი დოლარია და უკვე 2026 წლისთვის დაგეგმილია რომ მისი წლიური წარმადობა წელიწადში 2.8 მილიონი ტონა ნავთობის გადამუშავება იქნება.

DFG-ის $5-მილიონიანი დაფინანსების შესახებ:
ეს “საქართველოს განვითარების ფონდის” (ყოფილი საპარტნიორო ფონდის) ყველაზე მსხვილი საინვესტიციო დაფინანსებაა, რაც ფონდმა მისი სტრუქტურული რეფორმირების შემდეგ განახორციელა. შეგახსენებთ, რომ ფონდის სტრუქტურა შეიცვალა და მას სრულად გამოეყო სახელმწიფო სისტემური კომპანიები – “საქართველოს რკინიგზა”, “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია”, “ესკო” და “სახელმწიფო ელექტროსისტემა”. ასევე შეიცვალა ფონდის მმართველობითი სისტემაც. თუმცა, ამის მიუხედავად, ფონდთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, კვლავ ძალაშია მათი მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ფონდი არ შევიდოდა ახალი პროექტების დაფინანსებაში, რაც ფისკალური რისკების შემცირებას ისახავდა მიზნად. თუმცა, თავად ფონდი IMF-ის ამ შეფასებას არ ეთანხმება და მიუთითებს, რომ მათ რეფორმირების პროცესი გაიარეს და ახალ პროექტებში შესვლა თავისუფლად შეუძლიათ.

ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა:
ყულევის თიზ-ში მსხვილი საწარმოს მშენებლობა ჯერ კიდევ 2012 წლიდან იგეგმება, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების დროს, Socar-სა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა საინვესტიციო შეთანხმება. თუმცა აღნიშნული პროექტი არ განხორციელდა, რის გამოც შეიცვალა თიზ-ის ინვესტორი და პროექტის განხორციელების ვალდებულება კომპანია “ფაზის ოილზე” გადავიდა. მისი განვითარება ვერც “ფაზის ოილმა” ვერ შეძლო, რის გამოც მთავრობამ ინვესტორი ჩაანაცვლა.

“ბლექ სი პეტროლიუმი” 2022 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. მასში 70%-იანი წილი ბიზნესმენ მაკა ასათიანს ეკუთვნის, ხოლო 30%-იანი წილი შპს TRADE STONE IBERIA-ს. უშუალოდ TRADE STONE IBERIA-შიც 70%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი მაკა ასათიანია, 30%-იანი წილი კი სოფიო თავართქილაძეს ეკუთვნის.

ყულევის ნავთოგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა დაყოფილია 6 ფაზად. პირველი ფაზის ფარგლებში აშენდება ქარხნის ძირითადი ინფრასტრუქტურა და გაეშვება ექსპლუატაციაში. პირველ ფაზაზე დაწყებული რამდენიმე ობიექტის მშენებლობა გაგრძელდება რამდენიმე ეტაპის განმავლობაში. შემდეგ ფაზებზე ეტაპობრივად დაემატება რკინიგზის მეორე ესტაკადა, რეზერვუარები და სხვა საწარმო ობიექტები.

ჯერჯერობით უცნობია რომელი ქვეყნებიდან შეისყიდის ნავთობს “ბლექ სი პეტროლიუმი”, რომელსაც გადაამუშავებს, თუმცა როგორც პრეზენტაციაზე ირკვევა საწარმოებს ბოლო ეტაპის დასრულების შემდეგ სრულად იქნება შესაძლებელი ადგილობრივი მოხმარების დაკმაყოფილება და ევროპაში ექსპორტის განხორციელება.

ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი ამბობს, რომ ნედლი ნავთობის შემოტანა თეორიულად შეიძლება რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან მოხდეს, თუმცა დიდ მწარმოებლები, რომლებიც ნავთობს მოიპოვებენ, თავადვე ამუშავებენ.

“საიდან უნდა შემოვიდეს ნედლი ნავთობი არ ვიცი, დიდი მწარმოებლები, რომლებიც ნავთობს აწარმოებენ თვითონ აქვთ თავიანთი გადამამუშავებელი საწარმოები. ე.წ თავისუფალი ნავთობი რეგიონში შეიძლება ჰქონდეს რუსეთს ან ყაზახეთს, საიდანაც როგორ მოხდება შემოტანა ნედლეულის არ ვიცი. ასევე შეიძლება ეს იყოს აზერბაიჯანი. თუმცა რამდენად აწყობს ამ ქვეყნებს ან რამდენად მოახერხებენ თან ომის პირობებში საკმაოდ რთული სათქმელია.

ყველაზე დიდი პრობლემა აქ შეიძლება იყოს ინვესტიციის მოზიდვა ამის ასაშენებლად. ვინ ჩადებს ქვეყანაში 500 მილიონ დოლარს მაინც, სადაც უნდა განახორციელოს გრძელვადიანი ინვესტიცია საკმაოდ დიდი რისკებით ფეთქებადსაშიშ რეგიონში,” – ამბობს ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი.

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში შპს „ბლექ სი პეტროლიუმ“-ს დაგეგმილი საქმიანობები ითვალისწინებს ქარხნის ტერიტორიაზე ნედლი ნავთობის სარკინიგზო ხაზით შემოტანას, დასაწყობებას და გადამუშავებას. პროექტით გათვალისწინებულია ნედლი ნავთობის გადამუშავება, ქარხნის წარმადობა პირველ ეტაპზე შეადგენს მილიონ 121 ათას ტონას წელიწადში, რისთვისაც მოეწყობა 89000 კუბურ მეტრიანი სარეზერვუარო პარკი.

ენერგეტიკოსის შეფასებით, სარკინიგზო ტრანსპორტი ნედლეულის ღირებულებას აძვირებს, რაც ადგილზე გადამუშავებული ნავთობის ღირებულებას არაკონკურენტულს ხდის.

“სარკინიგზო ტრანსპორტი აძვირებს ნედლეულის ინფრასტრუქტურას. ჯერ ერთი სარკინოგზო ინფრასტრუქტურა იქნება გასაუმჯობესებელი, ესეც დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული. ეს რა თქმა უნდა, კონკურენტუნარიანობას ამცირებს. ჩვენ თუ წარმოვიდგენთ რაიმე დიდ ნავთობკომპანიას, რომელსაც აქვს თავისი მოპოვება, ანუ თვითონ მოიპოვებს და გადაამუშავებს, ასევე აქვს მილსადენი ბევრად უფრო მოქნილ და უკეთეს ფასში გაყიდის თავის ნავთობს.

ამ შემთხვევაში თუ ეს პროდუქტი საქართველოსთვის არის განკუთვნილი მაშინ გაუჭირდება კონკურენცია უკვე გადამუშავებულ პროდუქტს, რომელსაც საქართველო გადამუშავების შემდეგ იღებს. შეიძლება შეძენილი ნავთობი უფრო იაფი იყოს ვიდრე გადამუშავებულ,.”- ამბობს ენერგეტიკოსი.

როგორც ცნობილია, ყულევში ნავთობ გადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა ჯერ კიდევ 2012 წლიდან იგეგმება, შპს „ბლექ სი პეტროლიუმი“ კი პროექტის რიგით მესამე ინვესტორია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share