ე.წ. საგამოძიებო კომისია საცირკო სანახაობაა – მაკა ჩიჩუა

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი თეა წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიას “საცირკო სანახაობას” უწოდებს – მაკა ჩიჩუა  ამბობს, რომ “ქართული ოცნება” მოსახლეობის დათრგუნვას ცდილობს, რის გამოც ე.წ. საგამოძიებო კომისია შექმნა.

“კომისიაში ვიღაც ქალი ზის და მუშტებით იმუქრება, თან ყველას დახრჩობას და ჩაძირვას უპირებს” – აცხადებს ყოფილი პირველი ლედი, რომელიც ასევე ფიქრობს, რომ ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებს იმაზე უფრო ცუდ მომავალს ჰპირდება, ვიდრე დღეს აქვთ.

“ოცნებას” ქვეყანა კრიზისში შეჰყავს, ძაბავენ მოსახლეობას და საზოგადოებას. თრგუნავენ, აშინებენ და ჰპირდებიან უფრო ცუდ მომავალს, ვიდრე დღეს გვაქვს. მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება. ამიტომაც არის ეს კომისია, ეს საცირკო სანახაობა, სადაც ვიღაც ქალი ზის და მუშტებით იმუქრება. თან ყველას დახრჩობას და ჩაძირვას უპირებს. არ მგონია, რომ მათი რომელიმე ნაბიჯი ამ კრიზის განმუხტავს ემსახურებოდეს. ან მათ საერთოდ ჰქონდეთ მომავლით ხედვა დემოკრატიული სვლით. პირიქით, ვიძირებით და მივდივართ რუსეთისკენ”, – ამბობს მაკა ჩიჩუა.

ცნობისთვის, დღეს, 14 აპრილს, თეა წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია გამოიკითხა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share