რამდენი კვადრატული კილომეტრი იყო საქართველო თამარ მეფის დროს?

თამარ მეფის დროს (XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე) საქართველოს სამეფოს ტერიტორია მოიცავდა დაახლოებით 300, 000 კვადრატულ კილომეტრს.

ამ ზომის იყო ჩვენი სახელმწიფოს ძირითადი ტერიტორია, ხოლო ვასალური მიწების ჩათვლით საქართველოს ფართობი 600, 000 კვადრატულ კილომეტრამდეც კი აღწევდა.

აღსანიშნავია, რომ ევროპაში დღეს უკრაინის გარდა არცერთი სახელმწიფო არ არის 600, 000 კვადრატული კილომეტრი.

საქართველოს სამეფო მოიცავდა თითქმის მთელ ამიერკავკასიას, მათ შორის დღევანდელ საქართველოს და სომხეთის და აზერბაიჯანის დიდ ნაწილებს. მისი საზღვრები ვრცელდებოდა “ნიკოფსიდან (დღევანდელი ტუაფსეს მიდამოები) დარუბანდამდე (დერბენტი) და ოვსეთიდან სომხეთისა და შირვანის მიწებამდე”.

ვასალური მიწები: აღსანიშნავია ასევე ვასალური ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც საქართველოს სამეფოს ხაზინაში ყოველწლიურად ხარკს იხდიდნენ. მათ შორის იყო შირვანი, დღევანდელი სომხეთის ნაწილი და სხვა მეზობელი რეგიონები.

იმ პერიოდში საქართველო ფართობის მიხედვით ევროპაში რიგით მესამე უდიდესი სახელმწიფო იყო. მას მხოლოდ ბიზანტია და საღვთო რომის იმპერია უსწრებდნენ.

საკუთრივ საქართველოს მოსახლეობა 5, 4 მილიონს აღწევდა, ხოლო ვასალებთან ერთად ეს რიცხვი 12 მილიონამდე იყო.

ქვეყანას შეეძლო 90, 000-100, 000 მეომრის გამოყვანა ომში, რაც იმ დროისთვის ევროპის უძლიერეს და უპრეცედენტო სამხედრო ძალას წარმოადგენდა.

თამარ მეფის მმართველობის პერიოდი საქართველოს ისტორიაში ტერიტორიული, ეკონომიკური და კულტურული აყვავების მწვერვალად არის მიჩნეული და ეს სულაც არ გახლავთ შემთხვევითი ამბავი.

ambebi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share