დიახ, ჩვენ მუნიციპალური არჩევნებისთვის ვემზადებით – გახარია

ჩვენ ვემზადებით ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთად, ოქტომბერში. თუ არ დაინიშნა მერე გადავწყვეტთ, გავალთ, თუ არ გავალთ, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის“  განაცხადა.

გიორგი გახარია ადასტურებს, რომ “კატეგორიულ უარს არ ამბობს და მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ მისი პარტიის და მათი ამომრჩევლების გადასაწყვეტია.“

”გიდასტურებთ, რომ კატეგორიულად უარს არ ვამბობ და ვერავინ მათქმევინებს, რადგან ეს ჩვენი და ჩვენი ამომრჩევლების გადსაწყვეტია და ვერანაირი წნეხი, მარჯვნიდან, მარცხნიდან, ახლა სახელებს არ დავასახლებ. მე ყოველთვის იმას ვამბობ, რისი გადათქმაც შემდეგ ძალიან იშვიათად ხდება“,- განაცხადა გახარიამ. 

ჟურნალისტის ჩაკითხვაზე, ნამდვილად ემზადებიან თუ არა ისინი მუნიციპალური არჩევნებისთვის, გახარია პასუხობს, რომ “კი, გიდასტურებთ, ნამდვილად ვემზადებით,ჩვენ მუნიციპალური არჩევნებისთვის ვემზადებით“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share