კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა.
18 სექტემბერს ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე სამართალდამცველებმა საკუთარ სახლში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩის 8 ნომერში მოკლული იპოვეს.
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი 19 სექტემბერს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 20 სექტემბერს შეეფარდა.
- კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულს აფხაზეთში გადასვლა სურდა – პროკურორი
- პროკურორის თქმით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ჩვენება განზრახვაზე მიუთითებს
პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება 109-ე მუხლის “თ” და “მ” ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.