ქუჩაში გასვლა არის პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ხერხი, უნდა შევეცადოთ, რომ ჩავატაროთ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია – კობალაძე

„ქუჩაში გასვლა არის პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი ხერხი, უნდა შევეცადოთ, რომ ჩავატაროთ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანია და საარჩევნო ჭიდილი უნდა მოხდეს თანაბარ პირობებში,“ – ამ განცხადებას „რეაქციაში“ საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის წარმომადგენელი აკაკი კობალაძე აკეთებს.

კობალაძის თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ არჩევნებზე მონაწილეობა ემიგრანტებმა თავისუფლად შეძლონ.

გარდა ამისა, კობალაძის თქმით, მსოფლიოში გეოპოლიტიკური მდგომარეობა იცვლება და საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნების დროს გონივრული გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.

არჩევნები არის ზუსტად ის ჟამი, როდესაც ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ, ვინ უნდა იყოს პოლიტიკური მმართველი და რომელი გზა უნდა აირჩიოს პოლიტიკურად თავისი განვითარების. მოქალაქეობა კი გაუუქმეს ივანიშვილს, მაგრამ მას ჰქონდა საშუალება სრულფასოვნად ეწარმოებინა წინასაარჩევნო კამპანია. მაშინ სასამართლო ხელისუფლებაში მივიღებდით შედეგს, რომ სასამართლო დაუბრუნებდა მას მოქალაქეობას.
დღეს არის ძალიან დიდი გეოპოლიტიკური თამაში და ეს გადანაწილება არ ხდება მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების თეატრზე, ეს ხდება დიდ პოლიტიკურ ველზე, რაც უფრო დიდია და შედეგი თავისი ფატალიზმით სამხედრო მოქმედებებზე მეტი ექნება, თუ იმ ბნელმა ძალამ, რომელიც თუნდაც სამხედრო ველზე იბრძვის და შეიძლება მეორე ბანაკში დავინახოთ, გავლენა მოახდინოს საქართველოს თავის მხარეს ჩათრევაზე. აუცილებლად უნდა მოხდეს პოლიტიკური სპექტრის და საქართველოს მოქალაქეების მხრიდან იმ ნაბიჯების გადადგმა, სადაც საქართველო დაუბრუნდება ბუნებრივ არჩევანს, რომელიც არის ევროპაში,“ – ამბობს კობალაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share