“ვეუბნები არალეგიტიმურ მთავრობას, ვერასოდეს დამინახავენ დაპორჭყნილ დედად“- საბა სხვიტარიძის დედა

“ვეუბნები არალეგიტიმურ მთავრობას, ვერასოდეს დამინახავენ დაპორჭყნილ დედად, და ვერც ეგ ქალბატონი დამინახავს“,- ამის შესახებ სინდისის პატიმრის, საბა სხვიტარიძის დედამ  განაცხადა.

ლელა ახობაძის თქმით, გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილს აუცილებლად მოეკითხება ის, რაც გააკეთა და “მთელი ცხოვრება ინანებს,ბრწყინვალე შვიდეულში რაც ჩაიდინა“.

“აუცილებლად ვპირდები იმ ქალს, ის ისე გამწარდება, შვილებისგან, რადგან ჯერ შვილები მოთხოვენ პასუხს“,- თქვა სინდისის პატიმრის დედამ.

”ესენი პანიკამ მოიცვა და ორი დღეა დაჭერების სერიები აქვთ და საბას სასამართლოც აგრესიული დააყენეს. ძალიან უნდოდათ, რომ სახე მოპორჭყნილი და მოტირალი დედა დაენახათ, მაგრამ ვერ დამინახეს. აუცილებლად ვპირდები იმ ქალს, ის ისე გამწარდება, შვილებისგან, ჯერ შვილები მოთხოვენ პასუხს, იმაზე, რომ დედა და ქალი ამაზე რომ ხელს აწერს და ადამიანი, რომელმაც უყურა როგორ აწამეს და ამას ბედნიერი უყურებს და მერე რომ უარყოფს, ის ადამიანი არ არის. ვეუბნები არალეგიტიმურ მთავრობას, ვერასოდეს დამინახავენ დაპორჭყნილ დედად, და ვერც ეგ ქალბატონი დამინახავს და მაგ ქალბატონს, მთელი ცხოვრება საბას პროცესი დაამახსოვრდება და მთელი ცხოვრება ინანებს. ბრწყინვალე შვიდეულში რაც ჩაიდინა, აუცილებლად მოეკითხება, ცხოვრება ბუმერანგია”- განაცხადა ლელა ახობაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share