„არ ვფიქრობ თეატრზე იმიტომ, რომ ბევრად სერიოზული პრობლემა გვაქვს – 50 კაცი უდანაშაულოდ ზის ციხეში და… ჩემი ტკივილი ანდროა“ – დავით დოიაშვილი

“მართლა ვამბობ ამას, არ ვფიქრობ ჩემზე, არ ვფიქრობ თეატრზე იმიტომ, რომ ბევრად სერიოზული პრობლემა გვაქვს, ეს არის 50 კაცი, რომელიც მართლა მეხუთე თვეა, უდანაშაულოდ სხედან ციხეში და ნუ, განსაკუთრებით, ჩემი ტკივილი ანდროა, იქედან გამომდინარე, რომ უბრალოდ ანდრო არის რაღაცა მაგალითი ჩემთვის, რომ მას უბრალოდ არ შეეძლო, ბუნებაში არ არსებობს რაღაცა, რომ როგორ ავხსნა, დაეშავებინა.ის სამნახევარი წელიწადი, რაც იყო თეატრში, უბრალოდ, ძალიან ხშირად ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ არ შეიძლება ადამიანი ასეთი დადებითი იყოს, სადღაც იტყუება, არ შეიძლება, რომ ყველას უყვარდეს, შეუძლებელია, მაგრამ ის ეს ადამიანი იყო. ამიტომაც მაქვს ეგ ენერგია და მაქვს თვითრწმენა და მაქვს ეგ გამბედაობაც და მაქვს ბრძოლის უნარიც იმიტომ, რომ უდანაშაულო ადამიანისთვის უნდა აუცილებლად იბრძოლო. თუმცაღა, სულ ვფიქრობ, რომ რომ არა ანდრო და სხვა ყოფილიყო ჩემი თეატრიდან, აუცილებლად იგივეს გავაკეთებდი, სხვანაირად ვერ მოვიქცეოდი” – თქვა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა TV პირველის გადაცემა “პირველ სტუდიაში”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share