„ხელისუფლებასთან კონტაქტები დავწიეთ, დავაჩქარეთ სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა“ -ჰიპერი საქართველოზე

მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით და მთლიანად სოლიდარულია, -ამის შესახებ ევროკომისიის პრესს სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა “ევროსკოპს“ განუცხადა.

ჰიპერი საქართველოს ე.წ. ხელისუფლებას დეზინფორმაციის გავრცელებასა და ევროკავშირზე თავდასხმაში ადანაშულებს.

“საქართველოს ხელისუფლება თავს ეხმის ევროკავშირს და ევროკავშირის ღირებულებებს“,- თქვა მან.

ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით და მთლიანად სოლიდარულია.  ევროკავშირი დგას დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური ოპოზიციის გვერდით, რომელიც მამაცურად იბრძოდა ღირებულებებისთვის, დემოკრატიისთვის,სიტყვიის თავისუფლებისა და ასევე ევროკავშირისთვის. ასე რომ, ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით. საქართველოს ხელისუფლება თავხედურად ავრცელებს დეზინფორმაციას, თავს ეხმის ევროკავშირს და ევროკავშირის ღირებულებებს. ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მათ ბრალდებებს,- განაცხადა მან.
მისივე თქმით, “EU-მ დაწია პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, მაგრამ დავაჩქარეთ მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისას და დამოუკიდებელი მედიის მიმართ.“

რაც შეხება ინტეგრაციის პროცესს ან რაიმე სახის ჩართულობას,  ვიზა ლიბერალიზაციას, ევროკავშირის ღირებულებები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. ჩვენ დავწიეთ პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, მაგრამ დავაჩქარეთ მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისას და დამოუკიდებელი მედიის მიმართ. გამოვყავით 15 მილიონი სამოქალაქო საზოგადოებისთვის მიმდინარე  და დაგეგმილ დახმარებასთან ერთად. ახალ კანონებთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიციაა არის მკაფიო, თუ რას ველოდებით კანდიდატი ქვეყნებისგან. ხელისუფლებამ უნდა აირიდოს ისეთი კანონების მიღება, რომლებიც ეწინააღდმეგება ევროკავშირის ღირებულებებს. ეს უფრო აშორებს საქართველოს ევროკავშირის გზას. რა თქმა უნდა ევროკავშირი განიხილავს ჩართულობის ყველა ბერკეტს და ყველა ვარიანტი მაგიდაზეა,- განაცხადა ჰიპერმა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share