ტერორის დილა მოაწყვეს – სოფო ჯაფარიძე

ტერორის დილა მოაწყვეს – ამის შესახებ “ერთიანიო ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, სოფო ჯაფარიძე განაცხადა, რომელიც რამიშვილის ქუჩაზე იმყოფება, სადაც ნანუკა ჟორჟოლიანის სახლს ჩხრეკენ.

სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ “ოცნება” მსგავსი ქმედებებით მოქალაქეების დაშინებას ცდილობს.

არ გვეშინია, ტერორი ამ ქვეყანაში აუცილებლად დასრულდება – ამბობს სოფო ჯაფარიძე.

ტერორის დილა მოაწყვეს. ამით ცდილობენ, რომ შეგვაშინონ, ამით ისინი ფიქრობენ, რომ ხალხს გააჩერებენ და ხალხი გარეთ აღარ გამოვა. ჰქონიათ, რომ ამ ჯარიმებით, ამ უსამართლობით, დევნით უკან დაგვახენინებენ და გაგვაჩერებენ. მაგრამ სულ ტყუილად ჰგონიათ. ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე. ეს არის სახედაკარგული რეჟიმის სახე, რომელიც მალე დაემხობა, ქართველ ხალხს სხვა გამოსავალი არ აქვს. ჩვენ ტერორში არ და ვერ ვიცხოვრებთ. ტერორი ამ ქვეყანაში აუცილებლად დასრულდება”, – ამბობს სოფო ჯაფარიძე. 

რამიშვილის ქუჩაზე ჩხრეკა დილის 8 საათზე დაიწყო. ნანუკა ჟორჟოლიანის სახლი პროკურატურის  და სუს-ის წარმომადგენლები შევიდნენ, ამ დროს სახლში ტელეწამყვანის მამა და არასრულწლოვანი შვილი იმყოფებოდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share