“ქართული ოცნების” ყალბ რეჟიმს ამერიკა და პრეზიდენტი ტრამპი სძულს, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი პლატფორმა X-ზე წერს.
ჯო უილსონის განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმი “ანტიამერიკულ შეთქმულების თეორიებს ავრცელებს და ქვეყანას ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის”.
“ქართული ოცნების” ყალბ რეჟიმს სძულს ამერიკა და პრეზიდენტი ტრამპი. ის ავრცელებს ანტიამერიკულ შეთქმულების თეორიებს და ქვეყანას ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის. საკმარისია! ჩვენ უნდა დავუდგეთ ქართველ ხალხს გვერდით, რომელიც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მოითხოვს”. – წერს ჯო უილსონი.