“გურიის ქვეყანა” ანუ “გულიუმი” და “გორგურიუმი” – წერდა თუ არა პროკოფი კესარიელი „გულიანზე“?

“გურიის ქვეყანა” ანუ “გულიუმი” და “გორგურიუმი” – წერდა თუ არა პროკოფი კესარიელი „გულიანზე“?
.
მარი ბროსე 1840 წელს გამოქვეყნებულ ვახუშტის საქართველოს გეოგრაფიის ანგარიშში საუბრობს ბიზანტიელი ავტორების მიერ დასახელებულ საქართველოს გეოგრაფიულ დასახელებებზე, რა დროსაც საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად ასახელებს პროკოფი კესარიელის მიერ გამოყენებულ გურიის ბიზანტიურ დასახლებას, მაგალითად მარი ბროსე წერს – „Gouria, Goulium et Gorgourium ou le pays de Gouria“; „გურია, გულიუმი და გორგურიუმი ანუ გურიის ქვეყანა“ (M. Brosset).
.
ლაზიკის ომის ძალიან კარგი მცოდნე ისტორიკოსი დიმიტრი ბაქარაძე ბიზანტიელი მხედარმთავრის ფლავიუს ველისარიუსის (505-565) თანმხლებ ისტორიკოს პროკოფიზე წერს – „ჩვენის მხრით ყურადღების ღირსია პროკოპი, შობილი 529 წ., სეკრეტარი იუსტინიანის განთქმულის მხედართმთავრის ბელიზარისა, რომელსაც თანდაჰყვებოდა იგი“. (დ. ბ.) აქვე „მაშინდელ თემებთა რიცხვში უნდა აღვნიშნოთ: არძენი, ადრანუძიუმი ანუ არტანუჯი, აძარა ანუ აჭარა, კახეთიუმი, გულიუმი, გორგურიუმი ანუ გურია, მეგისტა ანუ მცხეთა, მინკელიანი ანუ სამეგრელო, ტიფლისიუმი ანუ ტფილისი და სხ.“ (დ. ბ.)
.
გურია უნიკალურია იმით, რომ ტოპონიმების უმრავლესობა თითქმის უცვლელადაა შემონახული ათასწლეულების განმავლობაში და აქედან გამომდინარე პროკოფის მიერ დასახლებული „გულიუმი“ გარკვეულ ასოციაციას იწვევს დასახელება „გულიანთან“ (ისევე როგორც “გორგურიუმი” და “გურიანთა”), ეს საკითხი კიდევ უფრო საინტერესო ხდება თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გულიან-ჩოჩხათ-მოედანის არეალში და იქვე სუფსის ხეობაში ეგრისის დიდი ომის დროინდელი ბიზანტიური კვალის აშკარა დასტურია რაიმდენიმე ციხესიმაგრის ნაშთი და არქეოლოგიური მასალა. გურიაში არქელოგიური თვალსაზრისით ყველაზე უფრო საინტერესო არეალი ალბად სწორედ რომ გულიან-ჩოჩხათ-მოედანის არეალია სადაც ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს სამი ციხესიმაგრის „ნასტეფნარის“, „კიბულაჲს“ და „გორგოშაულის“ („გორგაშაულის“) ნაციხვარები (ნაციხარი).
.
ჯერ კიდევ გრიგოლ გურიელი ვარაუდობდა ამ ადგილებში უძველესი ქალაქის არსებობას: „მდინარე მალთაყვის შემაღლებულ სანაპიროზე, ჩოჩხათის აგარაკზე, რკინიგზის სადგურ „სუფსასთან“ ახლოს, არის ძველი სიმაგრის ნანგრევები, რომელსაც ეძახიან „ნაციხვარას“, ამ ადგილზე მსუბუქი გათხრებითაც კი შესაძლებელია სხვადასხვა ფორმის უზველესი აგურების ამოღება.
.
იმავე „სუფსის“ სადგურიდან 5 ვერსტზე სოფელ ჩოჩხათში, მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირზე ადგილზე რომლსაც ეძახიან „მეიდოინს“ (რუსულად წერია Меидойни – ალბად მოედანი), სამრევლო ეკლესიის გვერდით, არის ნანგრევები, რომელიც ძველი გადმოცემის თანახმად არის ამავე ადგილზე არსებული ქალაქის ნაშთები, ამავე ადგილზე ერთი საჟენის სიღრმეზე გათხრების დროს მე ვიპოვე დუღაბით ერთმანეთზე დაშენებული სხვადასხვა ფორმის ძველი აგურები, რომელთა გვედითაც აღმოჩნდა ვერტიკალურად დაყენებული ძალიან სქელი თიხის ერთი არშინის სიმაღლის სვეტები, რომლებსაც ქვემოთ გვარდითა კედლებზე ჰქონდათ გამჭოლი ნახვრეტები.“ (გ. გ.)
.
– Rapport sur la publication de la geographie de la Georgie par Wakhoucht – M. Brosset (lu le 2 août 1839) Bulletin scientifique. 6. 1840;
– „ისტორია საქართველოსი (უძველესის დროდამ მე-X საუკ. დასასრულამდე)“, დიმიტრი ბაქრაძე 1891 წელი;
– Приложеніе 3-е к протоколу №363 – Записка о древнихъ развалинахъ Гуріи (Озургетскій уѣзд) и Турецкой Грузіи (Бившая Батумская область); Г. Д. Гуріели (გამოქვეყნებულია – Труды Императорскаго Москоскаго Археологическаго Общества. Т. 13 1894 г.)
.
ფოტო – სუფსის ხეობა
შეიძლება იყოს horizon გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share