მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავთან დაკავშირებით, მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი დახმარების სახით 2 000 ლარს, ომში დაღუპულების ოჯახის წევრები კი – 1 000 ლარს მიიღებენ.
განკარგულებით, ფინანსური დახმარება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ მე-2 მსოფლიო ომის მონაწილეებსა და ომში დაღუპულთა ოჯახების წევრებს გადაეცემათ.
განკარგულების მიხედვით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამ დახმარების გაცემას ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს, თბილისში რეგისტრირებული ვეტერანებისა და ომში დაღუპულების ოჯახის წევრებისთვის კი სახსრებს თბილისის მერია გამოყოფს.
განკარგულებას ხელი ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ უკვე მოაწერა.