პარლამენტიდან დაძრული საპროტესტო მსვლელობა ევროპის მოედანზე მივიდა – ადგილზე სტუდენტების, მედიკოსების, პოლიტიკოსებისა და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების გარდა, პოეტებიც დგანან.
რატი ამაღლობელი ამბობს, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს ქვეყნისა და რეჟიმის ტყვეების თავისუფლება სურთ, თუმცა მისი განმარტებით, ამის ნაცვლად, “ქართული ოცნება” საზოგადოებას რუსულ წარსულს სთავაზობს.
”ჩვენ ვითხოვთ თავისუფლებას, ამ ქვეყნისთვის დამაშვრალი, ძალიან მაგარი ხალხის, რეჟიმის ტყვეების თავისუფლებას. ჩვენ ვითხოვთ ამ ქვეყნის განვითარებას, ღიაობას. რეჟიმი გვთავაზობს მხოლოდ იზოლაციას, წარსულს, იმასაც, რაც ჩვენ ვიცით 70-წლიანი რუსული და საბჭოთა ოკუპაციისგან. ყველა სოციალური სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის კულტურის წარმომადგენლები დგანან იქ, სადაც არის თავისუფლება”. – განაცხადა რატი ამაღლობელმა.