ჩვენ ვიცით რა არის მონობაში ცხოვრება და ამას ქართველი ხალხი აღარასდროს შეეგუება – გოგიძე

ევროპის მოედნისკენ მიმდინარე საპროტესტო მსვლელობას მსახიობი კახა გოგიძე შეუერთდა – მისი განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმი ქართველ ხალხს თავისუფლებას ართმევს, სწორედ ამიტომ საზოგადოება დანებებას არ აპირებს.

“ჩვენ ნაცხოვრები გვაქვს საბჭოთა კავშირში და ვიცით, რა არის მონობაში ცხოვრება. ამას არ შეეგუება ქართველი ხალხი” – თქვა კახა გოგიძემ.

”აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ უბრალოდ სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენ ნაცხოვრები გვაქვს საბჭოთა კავშირში და ვიცით, რა არის მონობაში ცხოვრება. ამას არ შეეგუება ქართველი ხალხი. თავისუფლებას გვართმევენ, დამოუკიდებლობას წაგვართმევენ მერე. ჩვენ ვართ ძალიან ბევრი, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან სხვა გზა აღარ გვაქვს. ”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share