თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება

თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციებია დაგეგმილი.

პროტესტის 164-ე დღეს, თბილისში, აქცია ორ ლოკაციაზე გაიმართება. კერძოდ, 19:00 – პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ხოლო 20:00 – აქცია პარლამენტთან გაიმართება.

რეგიონებში დაგეგმილი აქციების განრიგი ასეთია:

გორი – მოქალაქეები 17:00 საათზე საკრებულოს წინ შეიკრიბებიან, ლოზუნგით: გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!

ახალციხე – საპროტესტო აქცია 18:00 საათზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან გაიმართება;

ბათუმი – 19:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან აქცია: „სამშობლოს სამსახურში!“;

ზუგდიდი- 19:00 საათზე მოქალაქეები სამხარეო ადმინისტრაციის წინ შეიკრიბებიან ლოზუნგით: “რუსული რეჟიმის წინააღმდეგ”;

თელავი – 19:00 საათზე აქცია მერიის წინ მოეწყობა;

ქუთაისი – ასევე, 19:00 საათზე, მერიის წინ გაიმართება საპროტესტო აქცია: „კი ევროპას, არა რუსეთს!“;

ჩხოროწყუ – მერიის წინ, 20:00 საათზე აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან ლოზუნგით: „გაბედე პროტესტი ყოველდღე!“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share