კობახიძის წერილის შინაარსი შეთანხმებული იყო ივანიშვილთან, უბრალოდ სხვამ მოაწერა ხელი-გოგიჩაიშვილი

პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ “კობახიძის ღია წერილის კარნახი და სულისკვეთება შეთანხმებული იყო ბიძინა ივანიშვილთან.“

“მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ სხვამ მოაწერა ხელი“,– ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

გოგიჩაიშვილის თქმით, “ივანიშვილისთვის მნიშვნელოვანია ამერიკელების პოზიცია, ვერ აუვლის გვერდს და ელოდება მათ პოზიციას“.

”როგორც ჩანს, ამ წერილს წინაპირობა ჰქონდა, მანამდე სხვა წერილებია გაგზავნილი, რომლებზედაც პასუხი არ არის, შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ სხვამ მოაწერა ხელი, მაგრამ შინაარსობრივად, კარნახი და სულისკვეთება შეთანხმებული იყო ბიძინა ივანიშვილთან.

“ოცნებაში“ ჰგონიათ, რომ სახეს ინარჩუნებენ. მნიშვნელოვანია, იმ ამომრჩევლების კვება, რომ  ისინი ფორმაში არიან და კიდევ შეუძლიათ ქვეყნის მართვა და წინააღმდეგობის დაძლევა, რაც მათთვის არც ისე მარტივია. მე მგონია, რომ ამ ადამიანს შიშები აქვს რამდენიმე ქვეყნის, მისთვის მნიშვნელოვანი ამერიკელების პოზიცია, ვერ აუვლის გვერდს და ელოდება მათ პოზიციას”- განაცხადა გოგიჩაიშვილმა. 

ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა – როგორც კობახიძე აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ მან მიმართა აშშ-ს წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share