ევროსკოპი: 26 მაისს, თბილისს ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის (DROI) წევრები ეწვევიან, მათ შორის რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის (DROI) წევრები 26 მაისს, თბილისში იქნებიან. ინფორმაციას “ევროსკოპი” ავრცელებს.

სიაში შემდეგი დეპუტატები შედიან: ადრიან ვასკეს ლაზარა, რასა იუკნევიჩიენე, კატარინა ვიერია, ნაჩო სანჩეს ამორი და მატიუ ვალეტი.

გამოცემის ცნობით, ევროპარლამენტარებს სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრები ექნებათ, მათ შორის დაგეგმილია შეხვედრა სახალხო დამცველთან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share