ოჯახის სიწმინდის დღეს ივანიშვილის გუნდმა ქუჩაში საჯარო მოხელეები გამოიყვანა – გავრცელდა მიმოწერა “ოცნების” შიდა ჩატიდან რომლითაც დგინდება, რომ დღევანდელ დღეს მსვლელობაში მონაწილეობისთვის ხალხის მობილიზება საჯარო სამსახურებიდან ხდებოდა.
ჩატიდან ირკვევა, რომ გლდანის დეპუტატი კოტე ზარნაძე საჯარო მოხელეებს სრული მობილიზებისკენ მოუწოდებს, წერს, რომ “შარშან მობილიზება ვერ შეძლეს, წელს კი დანაკლისის დაკომპენსირება უნდა შეძლონ”.
ქაშუეთიდან სამებამდე გამართულ მსვლელობაში დღეს მონაწილეობა “ოცნების” თითქმს ყველა ლიდერებმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყო ირაკლი კობახიძეც. ივანიშვილის გუნდის წევრებთან შორიახლოს იყვნენ “ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები.