სამხრეთ კორეის რესპუბლიკის ეროვნული სადაზვერვო სამსახური (NRS) აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეა სავარაუდოდ, 16 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე ბირთვულ ტესტებს განახორციელებს.
ამის შესახებ ოთხშაბათს სააგენტო Yonhap-ი დეპუტატზე დაყრდნობით იტყობინება, რომელიც სპეცსამსახურების დახურულ ბრიფინგში მონაწილეობდა.
სამხრეთ კორეის დაზვერვის თანახმად, ფუნგერის ბირთვული საცდელი პოლიგონის მესამე გვირაბში სამუშაოების დასრულების შემდეგ გაიზარდა ფხენიანი ბირთვული ექსპერიმენტის ჩატარების ალბათობა.