ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში ზურა ჯაფარიძის დაპატიმრებას ეხმიანება და წერს, რომ “ქართული ოცნების” რეჟიმის სისასტიკე აგრძელებს ესკალაციას“.
იუკნევიჩიანეს თქმით, “ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეგობრების მიმართ სანქციები ახლავე უნდა დააწესონ“.
“ქართული ოცნების” რეჟიმის სისასტიკე აგრძელებს ესკალაციას. წითელი ხაზები დიდი ხნის წინ გადაილახა, მაგრამ დღეს უკვე ძალიან შორს წავიდა.
ზურაბ ჯაფარიძე, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დააპატიმრეს.
ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეგობრების მიმართ სანქციები ახლავე უნდა დააწესონ”,-წერს ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძე სხდომათა დარბაზშიცოტა ხნის წინ დააკავეს – მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაურით და პროტესტით შეხვდნენ. “მონებო” – სკანდირებენ მოქალაქეები.
სასამართლო პროცესი ახლა არსებითად განსახილველად გადავიდა. პატიმრობის შუამდგომლობა სხდომაზე ბრალდების მხარემ დააყენა.
ზურა ჯაფარიძეს წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერს აღნიშნულ სისხლის სასამართლის საქმეზე 20 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. სჭორედ ეს აღკვეთი ღონისძიება შეუცვალა მოსამართლემ მას პატიმრობით.