„საქართველოში პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი“ – აუსტრევიჩუსი ჯაფარიძის დაკავებაზე

საქართველოში პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი! – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას.

საქართველოში პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი! “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, უარი თქვა “ქართული ოცნების” რეჟიმის ე.წ. “საპარლამენტო კომიტეტთან” თანამშრომლობაზე და ის დააკავეს და წინასწარ პატიმრობაში მოათავსეს,” – წერს აუსტრევიჩუსი.
შეგახსენებთ, რომ ზურა ჯაფარიძე სხდომათა დარბაზშიცოტა ხნის წინ დააკავეს – მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილებას სასამართლოში ხმაურით და პროტესტით შეხვდნენ. “მონებო” – სკანდირებენ მოქალაქეები.

 

სასამართლო პროცესი ახლა არსებითად განსახილველად გადავიდა. პატიმრობის შუამდგომლობა სხდომაზე ბრალდების მხარემ დააყენა.

 

ზურა ჯაფარიძეს წულუკიანის ე.წ. კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავებიან. კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერს აღნიშნულ სისხლის სასამართლის საქმეზე 20 000 ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული. სჭორედ ეს აღკვეთი ღონისძიება შეუცვალა მოსამართლემ მას პატიმრობით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share