“რა თქმა უნდა, ძალიან უარყოფითად აისახება ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებისა და მედიათავისუფლების მდგომარეობას და ზოგადად საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ექნება ძალიან უარყოფითი გავლენა”, – ამის შესახებ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვებისა და ნიკა გვარამიასთან შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ისაუბრა.
ამბობს, რომ სახალხო დამცველის აპარატი ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილ განაჩენს დეტალურად გაეცნობა, რის შემდეგაც ომბუდსმენს საბოლოო სამართლებრივი შეფასება ექნება.
უფრო მეტად არის შეწუხებული ამ წუთას მისი შვილების მდგომარეობაზე. ის განიცდის ამ თვალსაზრისით მის მდგომარეობას და რა თქმა უნდა, მიაჩნია თავი უდანაშაულოდ. ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი, ეს გადაწყვეტილებები მოხდა მიზანმიმართულად სწორედ დღეს და ამ დროს იმისათვის, რომ ეს ყოფილიყო ხელისშემშლელი ფაქტორი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. ეს არის მისი პოზიცია, – ამბობს ნინო ლომჯარია.