“მე რომ ვიყო საქართველოს პრეზიდენტი, ვიფიქრებდი შეწყალებაზე… ეს იქნებოდა სამართლიანი გამოსავალი”

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან “მთავარი არხის”
გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე შეწყალების გამოყენება ამ სიტუაციიდან გამოსავალი იქნებოდა.

როგორც ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, გადაწყვეტილება ხელს უშლის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, სწორედ ამიტომ, მისი თქმით, ის მზად არის შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს და ესაუბროს იმ მიგნებებზე, რაც ამ განაჩენთან დაკავშირებით სახალხო დამცველს აქვს.

“ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პრეზიდენტის პოზიცია, ვიცი, რომ მას აღელვებს საქართველოს ევროპული გზა და ინტეგრაცია. მე მზად ვარ, მას შევხვდე და გავუზიარო ის მიგნენები, რაც ამ განაჩენთან დაკავშირებით და ზოგადად ბრალთან დაკავშირებით სახალხო დამცველს აქვს.

მე რომ ვიყო საქართველოს პრეზიდენტი და ვიცოდე, რომ დღეს არის ამ ქვეყნისთვის ისტორიულად გადამწყვეტი მომენტი და ქვეყანაში იყოს მიღებული გადაწყვეტილება პირის პატიმრობასთან დაკავშირებით მედიამენეჯერის მიმართ, სადაც სახალხო დამცველი ამბობს, რომ დანაშაულის ნიშნები არ იყო და ეს არის კანონიერების პრინციპთან შეუსაბამო გადაწყვეტილება, მე ნამდვილად ვიფიქრებდი შეწყალების გამოყენებაზე. ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა სამართლიანი გამოსავალი ამ სიტუაციასთან დაკავშირებით”,-თქვა ნინო ლომჯარიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share