იტალიის სენატში “ოცნების” წევრებისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესების საკითხზე იმსჯელებენ – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელს X-ზე იტალიელი სენატორი ფილიპო სენსი ავრცელებს.
მსჯელობა, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გამართება.
„პიუ ევროპა“, „იტალია ვივა“, „აზიონე“ და ავტონომიების პარლამენტარებთან ერთად, პალატას და სენატს წარვუდგინეთ შუამდგომლობას საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რომლითაც ვითხოვთ რეჟიმის დაგმობას და არაღიარებას, ინდივიდუალურ სანქციებს და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას“, – წერია განცხადებაში.