“პროკურატურა ლიკა ლორთქიფანიძის პატიმრობას ითხოვს…სტუდენტის!” | ნენსი ვოლანდი

ჯგუფ “დაიტოვეს” ადმინისტრატორი ნენსი ვოლანდი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურა სტუდენტის და “ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრის ლიკა ლორთქიფანიძის პატიმრობას ითხოვს.

“პროკურატურა ლიკა ლორთქიფანიძის პატიმრობას ითხოვს. სტუდენტის!” – წერს ნენსი ვოლანდი. 

შეგახსენებთ, რომ ლიკა ლორთქიფანიძეს 17 მაისს, “ქართული ოცნების” დეპუტატისთვის, მარიამ ლაშხისთვის, შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.

ცნობისთვის, მარიამ ლაშხი ერთ-ერთ კაფეში, თანმხლებ პირებთან, მათ შორის, ბავშვებთან, ერთად იმყოფებოდა – ადგილზე აქტივისტები მივიდნენ – შეძახილებით: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, არა რუსეთის მონებს… ძირს რუსეთის მონები”. ლაშხის საჩივრის საფუძველზე შსს სამოქალაქო აქტივისტის, თათია აფრიამაშვილის პატიმრობასაც ითხოვს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights