ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი უქმდება

საგარეო საქმეთა სამინსიტრო, ნატოსა და ევროკავშრის შესახებ საინფორმაციო ცენტრს აქუმებს – თანამშრომლებს გათავისუფლების წერილები უკვე დაეგზავნათ.

ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის დაქვემდებარეში გადადის.

ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ელენე გოცაძე “პირველებს” უხსნის, რომ ამით მთავარი მისია იკარგება, წლების განმავლობაში ცენტრმა საქართველოს ევროტინტეგრაციის პროექტებისთვის მილიონობით დაფინანსება მოიზიდა, ახლა კი ეს შეუძლებელი ხდება.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მისია იყო ადამიანებისთვის ახსნა, როგორ და რატომ არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ამ გაერთნიანების წევრობა. პოლიტიკოსების შეფასებით, ცენტრის ეს მისია “ქართულ ოცნებას” ხელს უშლიდა ევროკავშირის წინააღმდეგ პროპაგანდის წარმოებაში, ამიტომ დახურვა მატივი გამოსავალი იყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights