“კიევი არის გული…ის იყო და რჩება აგრესორის სამიზნედ”- კლიჩკო

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ უკრაინის დედაქალაქი ისევ რჩება რუსეთის სამიზნე და რომ მტერს მის დაკავებაზე აზრი არ შეუცვლია.

“კიევი იყო და რჩება აგრესორის სამიზნე. კიევი არის გული, კიევი არის დედაქალაქი. ასე რომ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ განვჭვრიტოთ სხვადასხვა სცენარი, თუნდაც ყველაზე უარესი, რომ თუ ვინმეს შეუძლია და სურს, შეუძლია – ეს დიდი კითხვაა, სურს კიდევ ერთხელ შეუტიოს კიევს, რათა კბილებში დავარტყათ, შემიძლია ასე ვთქვა”, – თქვა კლიჩკომ.

კლიჩკო ამბობს, რომ ახლა კიევი დაცულია ბევრად უკეთ, ვიდრე ერთი თვის წინ,  6 თვის წინ და კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ერთი წლის წინ იყო.  მისივე განცხადებით, უფრო დეტალური პროგრამა შემუშავდა კიევის დასაცავად.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share