მონა მარიამ ლაშხმა მარტში დაწერილი სტატუსის გამო დღეს მიჩივლა, – ამის შესახებ ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა.
ჟორჟოლიანის თქმით, მისი სასამართლო პროცესი ხვალ, 12 ივნისს ჩაინიშნა. ნანუკა ჟორჟოლიანის განმარტებით, მის შვილს, მარიამ გეგუჩაძესაც დაურეკეს და “ნინო წილოსანის შეურაცხყოფისთვის” სასამართლოში დაიბარეს.
”საღამოს 8-ის ნახევარზე დარეკეს ჩემთან. როცა წესით სამუშაო დრო არ უნდა იყოს, მაშინ დამირეკა მოსამართლის თანაშემწემ და მითხრა, რომ მონა მარიამ ლაშხმა დღეს მიჩივლა. დღესვე ჩამინიშნეს სასამართლო პროცესი ხვალისთვის. რაღაც ძალიან ეჩქარებათ. ყველა მნიშვნელოვანია, რომ მარტში დაწერილი სტატუსის გამო მიჩივლა. მე რომ მარტში სტატუსი დავწერე, მარიამ ლაშხმა შეურაცხყოფილად თავი დღეს, ივნისში იგრძნო. სტატუსი ვერ ვიპოვე და არ ვიცი, რა მიწერია, მაგრამ რუსეთის მონა გავიგე რომ ვთქვა… მერე ჩემ შვილს, მარიამს დაურეკეს და ზუსტად იმ საათზე ჩაუნიშნეს პროცესი, რა საათზეც მე. მარიამი არის ნინო წილოსანის შეურაცხყოფისთვის.” – განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.
შეგახსენებთ, ნანუკა ჟორჟოლიანის გარდა, სასამართლოში ეკა მიშველაძე, ელენე ხოშტარია, დეა მამისეიშვილი, ვიკა ბუკია და ანი სუბელიანი დაიბარეს.