“რეჟიმის წინააღმდეგ სერიოზული სანქციებია საჭირო” – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
გავლენიანმა ევროდეპუტატმა, რომელიც “ქართული ოცნების” წინააღმდეგ შედგენილი არაერთი რეზოლუციის თანაავტორია, თქვა, რომ მხოლოდ ახალი და სამართლიანი არჩევნებია ის გამოსავალი, რომელიც ქართველ ხალხს ქვეყანას დაუბრუნებს.
”სერიოზული სანქციებია საჭირო რეჟიმის წინააღმდეგ. ყველა, ვისაც ხელი აქვს გასვრილი, ყველას ეშინია სანქციების. ჩვენ წნეხი უნდა განვახორციელოთ რეჟიმზე ყველა გზით და აღარ უნდა მოვითხოვოთ მათგან, რომ ევროკავშირის გზას დაუბრუნდნენ კლავ, ისინი არ დაუბრუნდებიან, რადგან ეს გახლავთ კრემლის ჯინი, ისინი ატყუებენ საკუთარ ხალხს მათ მისწრაფებებზე ევროკავშირის მიმართ, ევროპარლამენტს და ევროკავშირს ლანძღავენ. მხოლოდ ახალი და სამართლიანი არჩევნები დაუბრუნებს საქართველოს მოსახლეობას ქვეყანას. თითქმის აღარ არსებობს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია, მხოლოდ სპუტნიკის ტიპის პროპაგანდა მუშაობს.” – განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
შეგახსენებთ, ამ წუთებში ევროპარლამენტში მზია ამაღლობელის საქმესა და საქართველოში მედიის მგომარეობის შესახებ განხილვა მიმდინარეობს.