„სწორედ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა არის ის, რისკენაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მიისწრაფვის და მე მჯერა, ჩვენ, ერთად ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ!“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე წერს.
კუჭავას თქმით, ერთად უფრო ძლიერები ვართ.
„ღრმად მწამს, რომ ჩვენი არაჩვეულებრივი ქვეყნის ისტორიის, კულტურის, თვითმყოფადობის შენარჩუნების საუკეთესო და მე ვიტყოდი, ერთადერთი გზა, სწორედ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული, მტკიცე არჩევანი და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ!
სწორედ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა არის ის, რისკენაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მიისწრაფვის და მე მჯერა, ჩვენ, ერთად ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ!
მინდა, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ევროპელ მეგობრებს, რომელთა თანადგომა და დახმარება ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და გაძლიერების გზაზე ფასდაუდებელია!
ერთად უფრო ძლიერები ვართ!
გილოცავთ ევროპის დღეს!“, – წერს კუჭავა.