ქვეყანას მძიმე ბურუსი დააწვა, “ქართული ოცნება” კოშმარია და სხვა არაფერი – ლუაზო

მაშინ, როცა მსოფლიო სხვა მხარეს იყურება, “ქართული ოცნება” გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ოპონენტებს ერთი მეორის მიყოლებით აპატიმრებს, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის 8 თვით ციხეში გაშვებას.

ნატალი ლუაზო პლატფორმა X-ზე წერს, რომ “ქვეყანას მძიმე ბურუსი დააწვა”, “ქართული ოცნება” კი “მხოლოდ კოშმარია და სხვა არაფერი”.

”მაშინ, როცა მსოფლიო სხვა მხარეს იყურება, საქართველოს მმართველი პარტია, გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ერთ ოპონენტს მეორის მიყოლებით აპატიმრებს. ქვეყანას მძიმე ბურუსი დააწვა. „ქართული ოცნება“ მხოლოდ კოშმარია და სხვა არაფერი“, – წერს ევროპარლამენტარი X-ზე.

მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს – სასამართლომ ოპოზიციის ლიდერებს დღეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო,  8 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights