“ამათი საუბრის მოსმენა დილის ჩაიზე საინტერესო იქნებოდა… ასე ცოლ-ქმარი ერთმანეთს უხდებოდეს არ ვიცი – კვესიტაძე

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მეუღლის, ნუგზარ კაკულიას მხრიდან ნიკა მელიას შესახებ “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოქვეყნებულ შეურაცხმყოფელ პოსტს ეკა კვესიტაძე შემდეგნაირად ეხმაურება:

“ასე ცოლ-ქმარი ერთმანეთს უხდებოდეს მე არ ვიცი. გაიცანით წულუკიანის ქმარი. ამათი საუბრის მოსმენა იქნებოდა საინტერესო დილის ჩაიზე,” – წერს კვესიტაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის ქმარმა, ნუგზარ კაკულიამ თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას შესახებ “ფეისბუქის” პირად გვერდზე შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა.

კაკულიამ მელიას ვიდეო გააზიარა, სადაც მერობის კანდიდატი ტელკომპანია “ფორმულას” ეთერში წულუკიანის შესახებ საუბრობს.

“90-იანებში თითო საძმოს ჰყავდა თავისი ქალი წევრი, რომელიც ყველაფრის მკადრებელი იყო… ამ ქალბატონებს მახსენებს წულუკიანი”, – განაცხადა მელიამ. სწორედ აღნიშნულ განცხადებას მოყვა კულტურის მინისტრის მეუღლის პოსტიც:

“ისიც მოყევი, შენნაირ კაცებს 90 იანებში როგორ ექცეოდნენ. ტრაკი შეწიე, წელში გაიმართე და წადი ვარდისფერები გამოიცვალე”, – დაწერა კაკულიამ სოციალურ ქსელში.

May be an image of 1 person and text

https://mix.metronome.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share