პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება, საბაზისო დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერი, ანიტა ჰიპერი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, აღნიშნული “ავტორიტარული ტაქტიკაა და იმის საპირისპირო თუ რას მოელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნისგან“.
“ქართულმა ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება”, – წერს ჰიპერი.
”საქართველო: პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრება, საბაზისო დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ეს ავტორიტარული ტაქტიკაა, იმის საპირისპირო თუ რას მოელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნისგან. “ქართულმა ოცნებამ” უნდა შეწყვიტოს სასამართლო სისტემის იარაღად გამოყენება”, – წერს ჰიპერი.