გურიის მოამბე

ოზურგეთის მერიას მილიონების გაფლანგვაში ადანაშაულებენ – ბაღებისა და სკოლების ნაცვლად ბაყაყებით სავსე ჭაობი

იქ, სადაც ახლა ჭაობი და ბაყაყების თავშესაფარია, წესით საბავშვო ბაღი უნდა იყოს, რომელშიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან მილიონობით ლარია დახარჯული. თუმცა რეალობა სრულიად განსხვავებულია, მშენებლობა მიტოვებულია და ტერიტორია ნაგავსაყრელადაა ქცეული. არადა, რამდენიმე წლის წინ, ოზურგეთის მერი ამტკიცებდა, რომ ბავშვებს ახალი საბავშვო ბაღები და სკოლები ექნებოდათ, ტენდერიც გამოაცხადეს, ბიუჯეტიდან თანხაც გამოიყო, მშენებლობისთვის ტერიტორიაც შეირჩა, თუმცა ბაღები მაინც ვერ ააშენეს. ძიმითში, მაკვანეთში, მთისპირში და ოზურგეთის კიდევ 3 სოფელში  ადგილობრივები თვეებია ბაღებსა და სკოლებს უშედეგოდ ელოდებიან.

ირკვევა, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი 20 მილიონი “ქართულმა ოცნებამ” ბაყაყებისა და ქვეწარმავლების კომფორტისთვის დახარჯა. მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც  მშენებლობა  2024 წელს უნდა დასრულებულიყო – მხოლოდ დიდი ორმოები და ჭაობებია. ბავშვებს კი განათლების მისაღებად ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ.

დოკუმენტებით ირკვევა, რომ 7 მილიონი 4 ბაღისთვის და 11 მილიონზე მეტი – სკოლებისთვის გამოიყო, თუმცა, რაში დაიხარჯა ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონები უცნობია. კორუფციასა და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ ოპოზიციაში, ამბობენ რომ ამით საგამოძიებო უწყება უნდა დაინტერესდეს.
ტვ პირველი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights