რეჟისორი ლანა ღოღობერიძე მზია ამაღლობელის მიერ, შეურაცხყოფის საპასუხოდ, ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გარტყმას “ღირსეული ქალის პასუხს უწოდებს”. ღოღობერიძე წერს, რომ მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენი რეჟიმის განაჩენი იქნება.
“მზია – მთელი ცხოვრება თავისუფლებისათვის მებრძოლი, თანმიმდევრული და დაუდეგარი. ის ერთი პატარა ჟესტიც ხომ ამ თვისებების გამოვლინება იყო. და კიდევ – პასუხი კაცის მიერ ქალისთვის მიყენებულ შეურაცყოფაზე. ღირსეული ქალის პასუხი. ჩემთვის ის სწორედ ამ პიროვნული – ქალური – ღირსების სიმბოლოა. მისი განაჩენი რეჟიმის განაჩენი იქნება. ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ კონკრეტულად…
როდესავ ვფიქრობ, რომ ამ სუსტი ჯანმრთელობის ქალმა, ვისაც დღეს თვალების, ანუ მხედველობის პრობლემები აქვს (!) შეიძლება წლები გაატაროს ციხეში, სული ყელში მებჯინება! კიდევ ერთხელ დაფიქრდი, მოსამართლევ! დღეს უთვალავი თვალია შენკენ მოპყრობილი! იქნებ მოხდეს სასწაული და შენში გაიმარჯვოს თანაგრძნობისა და სამართლიანობის განცდამ, რომელიც ასე ბუნებრივია ადამიანისათვის!”, – წერს ლანა ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.
დღეს, 1 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლო პროცესს იმართება.