2024 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8.98 მილიარდამდე გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 420 მილიონი დოლარით მეტია. ლარებში საგარეო ვალი წლიურად 1.67 მილიარდი ლარით გაიზარდა და ის ამჟამად ₾24.19 მილიარდს შეადგენს. აღნიშნული ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ასახული.
საქართველოს საგარეო ვალში პირველ ადგილზე აზიის განვითარების ბანკის კრედიტია, რომლებიც ქვეყანამ უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის აიღო. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკის ჯგუფი, რომლის კრედიტებიც ასევე ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება. მესამე ადგილზეა ევროპის საინვესტიციო ბანკი.