გავრცელებული, არაოფიციალური ინფორმაციით, სათამაშო ბიზნესის (ტოტალიზატორებისა და კაზინოების) მფლობელი, ოზურგეთელი ლაშა კვაჭაძე, ოზურგეთის მერობის კანდიდატის, პაატა კუნჭულიას და ოზურგეთში “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიას დააფინანსებს.
კვაჭაძე “ქართული ოცნების” ოფიციალური შემომწირველია – მან ბოლო სამ საპარლამენტო არჩევნებში “ოცნებას” თითო ჯერზე 60 ათასი-ჯამში კი 180 ათასი ლარი შესწირა.
ბიზნესმენი, რომელიც უამრავ კომპანიას ფლობს, მმართველი პარტის კანდიდატებს ერთი პირობით აფინანსებს, გამარჯვებულებმა უარი უნდა თქვან, ბოლო ოთხ წელიწადში, ძმები თალაკვაძეების საქმიანობის გამოძიებაზე, განსაკუთრებით ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის მმართველობის პერიოდში მიმდინარე თუ განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების მოკვლევაზე, რომელიც ხშირად ეხვეოდა ხოლმე სკანდალებში.
თავიდან, პაატა კუნჭულიას შტაბის უფროსობაზე ვანო ტაბატაძის კანდიდატურის, მოქმედი მერით, ავთანდილ თალაკვაძით ბოლო მომენტში ჩანაცვლება, სწორედ ამ ულტიმატუმის შედეგია.
ლაშა კვაჭაძისა და არჩილ თალაკვაძის ინტერესთა თანხვედრა რამდენიმე წელია მიმდინარეობს.
პარლამენტიდან და ფაქტობრივად “ქართული ოცნებიდან” გამოშვებულმა თალაკვაძემ, თავი, ლაშა კვაჭაძის სათამაშო ბიზნესს შეაფარა.
სწორედ ლაშა კვაჭაძე იდგა “გურიის მოამბის” წინააღმდეგ მიმდინარე ტერორის უკან, რომელსაც წლებია ძმები თალაკვაძეები ახორციელებენ.
როგორც ჩვენ გვეუბნებიან, კვაჭაძის მიზანია ხელში ჩაიგდოს, ქალაქის ცენტრში, გაბრიელ ეპისკოპოსის ქუჩაზე მდებარე შენობა, (ოზურგეთის ყოფილი “რაიკომი”) სადაც ჩვენი ოფისი მდებარეობს, ოზურგეთის საკათედრო ტაძარსა და კინოთეატრ “ოზურგეთს” შორის, მისი სურვილია ასევე ხელში ჩაიგდოს ამავე კინოთეატრის შენობა და შემდგომში “ჭადრების ბაღის” ლიკვიდაციის გზით, მოახდინოს ამ შენობების სრული დემონტაჟი და აქვე ააშენოს ჰიპერ მარკეტი-მსხვილი სავაჭრო ცენტრი.
ამ სქემაში ძმები თალაკვაძეები და ლაშა კვაჭაძე პარტნიორები არიან.
თუმცა ამ სქემის განსახორციელებლად კვაჭაძე – თალაკვაძეების დუეტს, მხოლოდ არჩეული ახალი მერის, დაფინანსების სანაცვლოდ, გარანტირებული ლოიალობა არ ყოფნით და მათი მნიშვნელოვანი სამიზნე საკრებულო იქნება.
სწორედ ამ პირების მიერ მოხდება საკრებულოს წევრობის კანდიდატთა შერჩევა.
თავმჯდომარეობით, რომ დავიწყოთ, “გადაყენებულმა” დარჩიამ” “რკინის ქალამნები” “ჩაიცვა” და ბევრი იარა თუ ცოტა, ჯერ ჯერობით, თუმცა მხოლოდ სიტყვიერად, ადგილი მომდევნო ოთხ წელიწადში შეინარჩუნა, თუმცა თუ გავდავხედავთ კანდიდატთა ვინაობას, მივხვდებით, რომ ეს “შენარჩუნებაც” მყიფეა.
დავიწყოთ იმით, რომ ნუგზარ ურუშაძეს, ყოფილი გუბერნატორი მამა,დავით მდინარაძეს, ნუგზარ სარჯველაძეს, ნინო ჭანიშვილს – უკვე უარი ეთქვათ საკრებულოს კვლავ დეპუტატობაზე.
რიგშია და იგივე ბედს გაიზიარებენ კატია ხომერიკი და დავით ჭაკნელიძე, თუმცა ამ უკანასკნელს “გულის შეტევამ” (მას ჯანმრთელობას ვუსურვებთ) “მოუსწრო” და მისი საკითხი დაპაუზდა. კატია ხომერიკი ამ წუთებშიც ადიკო ივანიშვილის ჭიშკართანაა და მისი მეუღლით, ქალბატონი ლილით ცდილობს სტატუს ქვოს შენარჩუნებას.
არჩილ თალაკვაძის ჩართულობაზე და გავლენებზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ასკანაში, ლევან ნინიძეს, მმართველი პარტიიდან კანდიდტობაზე უარი ეთქვა და ამ ოლქში, მაჟორიტარად, ხელისუფლება, თალაკვაძის გარემოცვის წარმომადგენელს-მაიკო ცქვიტინიძეს მოიაზრებს.
კვაჭაძე თალაკვაძეებს საკრებულოს დაუფლებაში “ქართული ოცნების” ახალი დოქტრინაც უწყობს ხელს-თბილისიდან წამოსული მითითების თანახმად პროპორციული 15 ადგილიდან, “ოცნება” ოზურგეთში 9 მანდატის აღებას გეგმავს, ამ ცხრიდან კი, ზემოხსენებული “ახალი დოქტრინით” 7 ახალი სახე უნდა იყოს და ორი ძველი.
ორი ძველი ვაკანსიიდან ერთი ადგილი უკვე მიიღო ლავრენტი ბიგვავამ, არგუმენტით – “წერა კითხვა იცისო” – დარჩენილ ერთზე პრეტენზიას უამარავი აცხადებს, მათ შორის მარიკა ჩხიკვიშვილი, თუ ეს უკანსკნელი დვაბზუში არ “ჩატოვეს”.
პაატა კუნჭულიას შტაბში ვანო ტაბატაძისა და ავთანდილ თალაკვაძის გარდა, კახა გაგუა – “გაგუ”, ირაკლი სალუქვაძე-“სიპიტო”, ილა კეჭაყმაძე და ბესო ქარჩავა მოიზრებიან.
ვრცელდება ხმები, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში თანამდებობას დატოვებენ, გია ანთაძე, დასუფთავების სამსახური, გენო კიშინსკი – მუნიციპალური ინსპექცია და კობა ბანძელაძე-კულტურის სამსახური, დატოვებენ.
ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნები მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს გაიმართება.
მასში გასულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულები “კოალიცია ცვლილებებისათვის” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არ მონაწილეობენ. ისინი მას “რუსულ სპეცოპერაციას” უწოდებენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან
ასევე გასულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კიდევ ორი პარტია, “ლელო” და გახარია საქართველოსათვის”, მონაწილეობის მიღებას აპირებენ და მუნიციპალიტეტებში ორმხრივ კოორდინაციის დეკლარაციასაც მოაწერეს ხელი-რაც იმას ნიშნავს, რომ ორთავეს ოზურგეთის მერობის ერთობლივი კანდიდატი ეყოლებათ.
თუმცა როგორც ამ პარტიებში აცხადებენ, საერთო კანდიდატს – ორ დღეში დაასახელებენ.
ლაშა კვაჭაძის კომპანიები: