document.body.remove()
გურიის მოამბე

ოზურგეთს „ქართულმა ოცნებამ“  კუნჭულია-ტაბატაძის დუეტი შესთავაზა – „აქა-იქ“ თალაკვაძეებით

უკვე ოფიციალური ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ოზურგეთში – პაატა კუნჭულია იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, სახელისუფლებო შტაბს – მოქმედი მერი, ავთანდილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შტაბის „რუხი კარდინალი“ ვანო ტაბატაძე იქნება.

იმავე ინფორმაციის თანახმად, მომდევნო ოთხი წელი. ოზურგეთს, სახელისუფლებო კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში – კუნჭულია-ტაბატაძის დუეტი უხელმძღვანელებს, რადგან ვანო ტაბატაძე-ოზურგეთის ვიცე მერად მოიაზრება.

პაატა კუნჭულიას შემთხვევაში, ეს მისთვის პირველი შემთხვევა იქნება, როცა არჩევნების გზით ოზურგეთის მერობს შეუტევს, ხოლო ვანო ტაბატაძე ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, (პირველად 2002 წელს, როცა ფაქტობრივად მოგებული არჩევნები მაშინდელმა „მოქალაქეთა კავშირმა“ „წაართვა“, მეორედ – 2014 – როცა წელს ბეგლარ სიორიძესთან დამარცხდა) მესამე ირიბი მცდელობა იქნება, ხელისუფლებაში მოსასვლელად.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights