document.body.remove()
გურიის მოამბე

“გურიის მოამბე“ დახმარებისათვის თხოვნით მოგმართავთ: შპს გურიის პრესკლუბი; საქართველოს ბანკი; BAGAGE22; GE94BG0000000917464500: ს.კ. 437059415;

“გურიის მოამბე“ დახმარებისათვის თხოვნით მოგმართავთ:
შპს გურიის პრესკლუბი; საქართველოს ბანკი; BAGAGE22; GE94BG0000000917464500: ს.კ. 437059415;
ძნელია მოკლედ აღწერო ის სიტუაცია, რომელშიც დღეს „გურიის მოამბე“ იმყოფება.
ხელისუფლების მიერ უკანონოდ წართმეული ათეულ ათასობის და წართმევის რეჟიმში მყოფი, ასი ათას ლარზე
მეტი ღირებულების ქონება.
ბოლო 15 წლის განმავლობაში, სამასზე მეტი სასამართლო პროცესი.
ყველა „სასუნთქ არტერია“ გადაკეტილი – კრიტიკული რეგიონალური მედია.
ძმებმა თალაკვაძეებმა, უკანონოდ და ყაჩაღურად, მიუხედავად სასამართლოს შემაკავებელი ორდერისა, დღისით, საკუთარი დასუფთავების სასმსახურის მეშვეობით, დემონტაჟი გაუკეთეს და ძირშივე მოჭრეს, ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ მოედნებზე, ჩვენს საკუთრებაში არსებული ბილბორდები.
მხოლოდ იმიტომ, რომ მასზე გაკრული იყო უკრაინის მხარდამჭერი ბანერები.
ასევე თალაკვაძეების მერიამ, ადგილობრივი ოლიგარქის, ვანო ჩხარტიშვილის მითითებით, ჯერ, ოზურგეთის წყალკანალს უკანონოდ, რედაქციისათვის წყლის მიწოდება შეაწყვეტინა, შემდგომში, მიუხედავად სასამართლოში გასაჩივრებისა, საჯარო რეესტრს უკანონოდ გააუქმებინა საიჯარო ხელშეკრულებები და შეაცვლევინა ოფისის მესაკუთრეობა.
არაფერს ვამბობთ იმ ათეულობით თავდასხმებსა და სოციალურ ქსელებში ჩვენს წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო ათი წლის განმავლობაში.
მიუხედავად იმისა, რომ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში წლებია შეტანილი გვაქვს ათეულობით სარჩელი, რამდენიმე წელია საქმეების განხილვა არც დაწყებულა.
ასევე უკანონოდ, ოზურგეთის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ, რომელიც ოზურგეთის მერის სადამსჯელო ორგანოა, რამდენჯერმე დაგვაჯარიმა გაუგებარი ბრალდებით, რომლის ჯამი ათი ათას ლარს აღემატება.
ასეთი თავდასხმების შედეგად წარმოშობილი დავალიანების გამო, დღეისათვის ვებ გვერდს შეწყვეტილი აქვს ფუნქციონირება
იმის ჩამოთვლას, რასაც ჩვენი, „გურიის მოამბეს“ მოკვდინებისათვის ხელისუფლება აკეთებს, ათობით გვერდი დასჭირდება და ამ ეტაპზე ამისათვის თავს არ შეგაწყენთ.
გთხოვთ, არა განვითარებისათვის, არამედ იმისათვის, რომ ვიარსებოთ – გვჭირდება მინიმალური თანხები.
ვისთვისაც ძვირფასია გურიაში კრიტიკული მედია და ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი არსებობა მაინც, გთხოვთ დაგვეხმაროთ, გაიღოთ მინიმალური შემოწირულობა, რათა გადავრჩეთ ჩვენ და ყველა ერთად – უკეთესი და მრავალფეროვანი საქართველოსთვის.
დიდი მადლობა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights