”საქართველოს სირცხვილი“, „რუსული კანონის ხელმომწერი“, „პუტინის მონა”- ამ შინაარსის წარწერებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებმა გურიაში, ლანჩხუთის ცენტრში „ქართული ოცნების” დეპუტატების გამოსახულებიანი პლაკატები გააკრეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად “ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.