ბიძინა ივანიშვილის “დამალული ქონება” – რა წერია “პანდორას ფაილებში”

გა­მომ­ძი­ე­ბელ ჟურ­ნა­ლის­ტთა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­სორ­ცი­უმ­მა (ICIJ ) გა­მო­აქ­ვეყ­ნა Pandora Papers-ის გა­ჟო­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი, ინ­ფორ­მა­ცია მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ლი­დე­რე­ბის, მი­ლი­არ­დე­რე­ბის “და­მა­ლუ­ლი ქო­ნე­ბის” შე­სა­ხებ. ე.წ. პან­დო­რას დო­კუ­მენ­ტებ­ში ოფ­შო­რებ­ში და­მა­ლუ­ლი აქ­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ არის მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია.

“პან­დო­რას ფა­ი­ლებ­ში” ერთ-ერთი დო­კუ­მენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, მი­ლი­არ­დერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­სა­ხე­ბაა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნად ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში, ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლებ­ზე ივა­ნიშ­ვილს 12 კომ­პა­ნია აქვს და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

“სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მდი­და­რი მო­ქა­ლა­ქე, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მი­ლი­არ­დე­რი რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბის დროს გახ­და, სა­დაც მუ­შა­ობ­და რკი­ნის სა­ბა­დოს წარ­მო­ე­ბა­ში, ფო­ლა­დის ქარ­ხნებ­ში, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბი­სა და სა­ბან­კო სფე­რო­ში, თა­ვის ქვე­ყა­ნას კი ორი ათე­უ­ლი წლის წინ და­უბ­რუნ­და.

ის 2012 წელს გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, რო­დე­საც კო­ა­ლი­ცი­ამ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მან­და­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მო­ი­პო­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის მი­დი­ო­და სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კი­დან და გა­და­წყვი­ტა და­კა­ვე­ბუ­ლი­ყო საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბით, ასე­ვე, პი­რო­ბა დადო, რომ “ქარ­თუ ფონდს” გა­და­უ­რი­ცხავ­და ქო­ნე­ბის დიდ ნა­წილს და ის და მისი ცოლი მხო­ლოდ 200 მი­ლი­ონ დო­ლარს და­ი­ტო­ვებ­დნენ.

  • 1998 და 2016 წლე­ბის პე­რი­ოდ­ში ივა­ნიშ­ვილ­მა 12 კომ­პა­ნია და­ა­რე­გის­ტრი­რა ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში, ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლებ­ზე.

დო­კუ­მენ­ტებ­ში შე­ზღუ­დუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აა მისი კომ­პა­ნი­ე­ბის აქ­ცი­ე­ბი­სა და ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. ერთ-ერთი კომ­პა­ნია Silverpot Holdings შე­იქ­მნა “საბ­რო­კე­რო ან­გა­რი­შით სა­ჯა­როდ აღ­ნუს­ხუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის” გა­კონ­ტრო­ლე­ბის მიზ­ნით.

კი­დევ ერთი კომ­პა­ნი­ის, Brighton Corporate-ის მი­ზა­ნი კი არის “ვა­ლად აღე­ბუ­ლი სა­აქ­ციო კა­პი­ტა­ლით და­ა­ფი­ნან­სოს” სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის პრო­ექ­ტე­ბი, ისე­თე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბი, სას­ტუმ­რო­ე­ბი და ა.შ”, – ნათ­ქვა­მია “პან­დო­რას დო­კუ­მენ­ტებ­ში.”

ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ფი­ნან­სურ­მა რე­გუ­ლა­ტორ­მა წე­რი­ლით მი­მარ­თა 2011 წელს Alcogal-ს კომ­პა­ნია Finseck-თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კი­თხვე­ბით ( ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნის კუნ­ძუ­ლებ­ზე ივა­ნიშ­ვი­ლის კომ­პა­ნი­ე­ბი A;cogal-მა და­ა­რე­გის­ტრი­რა ). პა­სუ­ხი კი იყო, რომ კომ­პა­ნია და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ერთ-ერთ იმ ფონდთან, რო­მე­ლიც ივა­ნიშ­ვი­ლის “შვი­ლე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის” არის შექ­მნი­ლი.

დო­კუ­მენ­ტებ­ში არ არის აღ­წე­რი­ლი თუ რა­ტომ გაჩ­ნდა კი­თხვე­ბი Finseck-თან და­კავ­ში­რე­ბით.

ცნო­ბის­თვის, სა­ერ­თო ჯამ­ში, Pandora Papers-ის გა­ჟო­ნილ დო­კუ­მენ­ტებ­ში სა­უ­ბა­რია 90-ზე მეტი ქვეყ­ნი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი ერ­თე­უ­ლის 300-ზე მეტ პო­ლი­ტი­კოს­სა და სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ზე. ის მო­ი­ცავს 11.9 მი­ლი­ონ­ზე მეტ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლურ ფა­ილს. დო­კუ­მენ­ტე­ბის “გა­დი­ნე­ბა“ მოხ­და იმ კომ­პა­ნი­ე­ბი­დან, რომ­ლე­ბიც არ­სე­ბო­ბენ, ბრი­ტა­ნე­თის ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლებ­ზე, პა­ნა­მა­ში, ბე­ლიზ­ში, სინ­გა­პურ­ში, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ არა­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­ში და შვე­ი­ცა­რი­ა­ში. ფა­ი­ლებ­ში სა­უ­ბა­რია ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის, ზე­ლენ­სკის, ალი­ე­ვის და სხვა ლი­დე­რე­ბის და­მა­ლულ ქო­ნე­ბა­ზე.

 

ambebi.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share