“მე რატომ უნდა მქონდეს შიში განსხვავებული აზრის… ჩემთვის აპრიორი არის სიმართლის მხარეს დგომა”, – ამის შესახებ მამა პეტრე კოლხი სინოდალური კომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით “მთავარ არხთან” საუბრობს.
“პრობლემას მე სხვა რამეში ვხედავ. პრობლემა არის ზუსტად ის, რომ მე რატომ უნდა მქონდეს შიში განსხვავებული აზრის. შეიძლება ის მცდარი იყოს, მაგრამ მე ჩემი პოზიცია აუცილებლად უნდა დავაფიქსირო. თუკი, მე ყოველთვის დავისტრესე, დავმძიმდი, დავითრგუნე იმის გამო, რომ ჩემი ერთი კონკრეტული განცხადების, იმის გამო, ამის გამო შეიძლება ვიღაცის გულისწყრომა გამოვიწვიო, ვიღაცის სუბიექტურ შეხედულებას ეს არ ეთანხმებოდეს…
მოდი იქით დაგისვამ კითხვას და მიპასუხე, ასე შეიძლება ადამიანი თანამშრომლობდეს რომელიმე მხარესთან?…
ჩემთვის აპრიორი საერთოდ არ არის სასულიერო პირობა. პირდაპირ გეუბნებით, ჩემთვის აპრიორი არის სიმართლის მხარეს დგომა. ჩემი არცერთი აზრი თუ შეხედულება, რაც მე დავაფიქსირე და რასაც ვიტყვი მომავალშიც წინააღმდეგობაში არ მოდის ქრისტესთან”, – განაცხადა მამა პეტრე კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ მღვდელმთავრების ვერდიქტის თანახმად მამა პეტრე კვარაცხელიას მომდევნო კომისიის სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედება შეუჩერდა.