როგორც “გურიის მოამბეს” საკუთარმა წყარომ, შსს დან, აცნობა, ოზურგეთის პოლიციაში, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების საქმეზე შსს მ ძიება შეწყვიტა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით აწარმოებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სულ 18 პირი დაიკითხა.
საქმეში, რომელშიც 18 ქალბატონი და ერთი მამაკაცი ფიგურირებდა, 82 ფაილია.
წყაროს ინფორმაციით, ვერ დადგინდა, თუ ვის მიერ მოხდა ერთ ერთი მოქალაქის მობილურ ტელეფონში შეღწევა და მასში მოთავსებული, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების სოციალურ ქსელებში ატვირთვა.
წყაროს ინფორმაციით, გამოძიების შეწყვეტის მიზეზი ასევე გახდა ის, რომ 18 ქალბატონმა, გამოძიებას დაუდასტურა, რომ ვიდეოგადაღებები ხორციელდებოდა ნებაყოფლობით და შანტაჟსა და ძალადობას ადგილი არ ქონია.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში ფიგურანტმა რამდენიმე პირმა ქვეყანა დატოვა და ამ დროისათვის საზღვარგარეთ იმყოფებიან.
საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ასევე, მისი შენახვა, რაც ისჯება ოთხიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით