სპეცრაზმმა ნიკა მელია დააკავა


სპეცრაზმაა “ნაცინალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავა. ის ოთახიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს, ოფისში გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც.

ადგილზე დაპირისპირება იყო, ნიკა მელიას მხარდამჭერები და პოლიტიკოსები ოფისში მის დასაცავად იყვნენ შეკრებილები. “წიწაკის” გაზის გაშვების გარდა, სპეცრაზმმა დააზიანა ოფისის ინვენტარი, დაამტვრია კარებები და ფანჯრები.

სავარაუდოდ, ენმ-ს ოფისიდან წაიღეს სერვერიც.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია პოლიცია, ცრემლსადენი გაზით დაშავებულებისთვის კი სასწრაფო მივიდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share