ზელენსკი: “ჩვენ ვამზადებთ ძალას – ხმელეთზე, ჰაერში და ზღვაზე, რომელიც, უბრალოდ გეგმის მიხედვით მოქმედებით მოახდენს ზეწოლას რუსეთზე, რათა მან ომი შეწყვიტოს”
ევროპას სჭირდება თანამედროვე თავდაცვითი წარმოების ახალი ქსელი;
მაშინაც კი, როდესაც რუსეთი ცდილობს ომის გაგრძელებას, ჩვენ უკვე ვაშენებთ უსაფრთხოების სისტემას, რომელიც მას მშვიდობის დამყარებას აიძულებს;
რუსეთის ომის მთავარი ინსტრუმენტი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაა. მათი შეტევის უნარის შეზღუდვა ნიშნავს მშვიდობასთან მიახლოებას;
პრეზიდენტი ტრამპი ელის უფრო ძლიერ ევროპას, აშშ-ის მხრიდან მჭიდრო კოორდინაციით. ის იმედგაცრუებულია იმით, რომ ზოგიერთი ქვეყანა( უნგრეთი და სლოვაკეთი) ჯერ კიდევ ყიდულობს რუსულ ნავთობს;
რუსეთისგან ენერგეტიკული დამოუკიდებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის და ეს არის აშშ-სთან ძლიერი ურთიერთობების გასაღები;
უკრაინის აღდგენა ფუნდამენტური ეკონომიკური პროექტია მთელი ევროპისთვის;
უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობა და რეკონსტრუქცია ასევე უსაფრთხოების ელემენტებია.