უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმის ზელენსკის, წარმოშობით უკრაინელმა, ამერიკაში მოღვაწე პოლიტიკურმა ექსპერტმა, ოლეგ პონომარმა, ურჩია დაითხოვოს მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ერმაკი თანამდებობიდან და პროდასავლურ ოპოზიციასთან ერთად “ეროვნული თანხმობის მთავრობა” ჩამოაყალიბოს.
ექსპერტი ზელენსკის ასევე ურჩევს, სასწრაფოდ გაემიჯნოს ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას და აღკვეთოს ის.
როგორც პონომარი მიიჩნევს, წინააღმდეგ შემთხვევაში. წინასაპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, უკრაინის შიდაპოლიტიკურ სიტუაციაში, მოვლენები, შესაძლოა მოსკოვის სასურველი სცენარით განვითარდეს.