ირმა გორდელაძე
წაყინავს ამაღამ, მთვარე ჭახჭახებს, ჰაერი ყველივით მოსაჭრელია. მანდარინი მზისფრად
დაყვითლდება, კარალიოკს ყინვა წაჰკრავს და ჩააშაქრებს.
სამი წაყინვაც და ხაპები სახლშია შემოსატანი.
ახალ სუსხნარევ საღამოებს ხმელი და მწიფე აკაციის შეშა უხდება…უხ რას ატკაცუნდება? სულ ნაპერწკლების ფრქვევით მოჰყვება ცაი და ქვეყნის ამბავს… რა გადაგვხდა ეს ერთი წელი, რას დააჩნდი და რა ვერ გამოგივიდა, ვის გაუხარე გული და რამდენი გადაიმტერე, რა შეგეძლო და ვერ მოასწარი… ხოდა ახლა საჯანჯუხედ კაკალს რომ ვაცმევ კრიალოსანივით, ვართ მე, მთვარე და ღამე….გეუბნებით,
უფფ, რა კარგია წუთისოფელი! წუთია და ყოველ წამს ისუნთქეთ სიყვარული.
მთებში ჩამოთოვა
წერს ბუნების დამცველი სოციალურ ქსელ ფეიბუკის საკუთარ გვერდზე